დონალდ ტრამპის კონგრესის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში, დარბაზში დაძაბულობა შეიქმნა. «დემოკრატი» კონგრესმენის, ალ გრინის პროტესტმა მისი დარბაზიდან გაძევება გამოიწვია.
ტრამპის გამოსვლის დროს გრინი წამოდგა, ასწია თავისი ჯოხი და ხმამაღლა შეძახილი დაიწყო.
„იმის გამო, რომ სხდომის წევრები განზრახ და შეთანხმებულად არღვევენ წესრიგს, თავმჯდომარე ბრძანებას გასცემს, რომ წესრიგი აღდგეს და ეს ადამიანი დარბაზიდან გაიყვანონ“, – განუცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დამსწრეებს.
ნახეთ, ვიდეო: