“გადაეცით ტრამპს: ველოდები მას პუტინთან და ზელენსკისთან ერთად, დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ“ – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა მინ­სკშია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“გადაეცით ტრამპს: ველოდები მას პუტინთან და ზელენსკისთან ერთად, დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

“ბე­ლა­რუს­ში პრე­ზი­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ შე­თან­ხმე­ბას მშვი­დად, ხმა­უ­რის, ყვი­რი­ლის გა­რე­შე”, – გა­ნა­ცხა­და მან ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტ/ბლო­გერ მა­რიო ნა­უ­ფალ­თან ნტერ­ვი­უ­ში და უკ­რა­ი­ნის, რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი მი­იწ­ვია.

lukashenko
ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო და ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რიო ნა­უ­ფა­ლი

“უნდა მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ. გაქვთ სურ­ვი­ლი? მობ­რძან­დით აქ – ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვრი­დან კი­ე­ვამ­დე 200 კი­ლო­მეტრში. თვითმფრი­ნა­ვით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის საფ­რე­ნია. მობ­რძან­დით. დავ­სხდე­ბით აქ და მშვი­დად, ხმა­უ­რის გა­რე­შე, ყვი­რი­ლის გა­რე­შე მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ.

ასე რომ, გა­და­ე­ცით ტრამპს: ვე­ლო­დე­ბი მას აქ პუ­ტინ­თან და ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად. დავ­სხდეთ და მშვი­დად და­ვი­ლა­პა­რა­კოთ. თუ სურ­ვი­ლი გაქვთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის,“ – გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ პუ­ტი­ნი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. ლუ­კა­შენ­კოს თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არის “პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში“ და მათ “ბევ­რი რამ შე­უძ­ლი­ათ“. ამი­ტომ, რუ­სე­თი მათ­თან “ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის“ დამ­ყა­რე­ბას შე­ეც­დე­ბა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და აშშ-ს “იშ­ვი­ა­თი წი­ა­ღი­სე­უ­ლის“ შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელი 28 თე­ბერ­ვალს უნდა მო­ე­წე­რათ. თუმ­ცა, ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში შეხ­ვედ­რამ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა.

დო­ნალდ ტრამპმა და მის­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ზე­ლენ­სკი მათ­და­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრამპმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წერ­და, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი “მშვი­დო­ბის­თვის მზად არ არის და მა­შინ შე­უძ­ლია დაბ­რუნ­დეს ვა­შინგტონ­ში, რო­დე­საც მშვი­დო­ბის­თვის იქ­ნე­ბა მზად“.

თა­ვის მხრივ, უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში მომ­ხდა­რის გამო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­თვის მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

წყა­რო