მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ვიმუშაოთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, “პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ”, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

Сохранить

მისივე თქმით, პარასკევს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა და ის ეცდება, რომ მომავალი კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. პლატფორმა “X”-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნახსენებია წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაც.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაფორმდეს, არის ნაბიჯი უსაფრთხოებისკენ.

“არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივაღწიოთ ხანგრძლივ მშვიდობა”, – დასძენს პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ილონ მასკი. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი მოქმედებებია და არა სიტყვები.