პოლონეთში ქართველებმა დიდი ოდენობის თანხა მოიპარეს – რა სქემით მოქმედებდნენ კრიმინალები

პოლონეთში დიდი ოდენობის თანხის მოპარვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

დაკავება

ქართველები იმ ავტომობილში შეიჭრნენ, რომელსაც მარკეტების ქსელიდან შემოსული თანხა გადაჰქონდათ.

პოლიციამ 57 წლის, 47 წლის და 34 წლის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა 500 000 ზლოტი მოიპარეს.

მათივე ცნობით, ქართველებმა შეისწავლეს ავტომობილის მარშრუტი, რომლითაც მარკეტებიდან თანხა გადაჰქონდა. ისინი ბლოკავდნენ რადიო სიგნალს, შემდეგ აღებდნენ ავტომობილის კარს და შემთხვევის ადგილს მოპარული მანქანის ფალსიფიცირებული სანომრე ნიშნებით ტოვებდნენ.

დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.