ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებას.
ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს ტყუილს, რომ ნებისმიერი ბავშვი არასწორ სხეულშია ჩარჩენილი. ეს დიდი სიცრუეა და ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.