რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყება 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ გადაწყვიტა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ტრამპმა მომხდარში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა და მათ არაკომპეტენტური ადამიანები უწოდა.
„როცა პუტინმა ნახა, თუ რა მოხდა, ადგა და თქვა: „ალბათ, ეს ჩემი შანსია“. აი, ასე ცუდად იყო ყველაფერი. ეს არ უნდა მომხდარიყო. ძალიან არაკომპეტენტური ადამიანები იყვნენ“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ბაიდენისთვის „პოლიტიკურ კატასტროფად“ იქცა, რადგან ავღანეთის მთავრობა დაემხო და ხელისუფლებაში „თალიბები“ მოვიდნენ