რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდება. აღნიშნულის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, პუტინი-გუნბას შეხვედრა კრემლში გაიმართება.
„ველოდებით ახლად არჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა პესკოვმა.
ინფორმაციისთვის, ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა გუნბამ, 4 მარტს პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისთვის საკვანძო საკითხს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები წარმოადგენს.
1-ელ მარტს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მოსკოვის ფავორიტმა გუნბამ ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
მისი კონკურენტი იყო „ოპოზიციონერი“ ადგურ არძინბა.