რატომღაც ბევრს ეთაკილება საკუთარი ქვეყნის მძიმე ისტორიის გახსენება. რა გაეწყობა, ისტორია ჩვენს გემოვნებაზე არ არის აწყობილი — ფაქტებსა და მოვლენებზეა და ეს ფაქტები და მოვლენები გვინდა თუ არა, უნდა მივიღოთ, გავიზიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყალბი ისტორიის მხარეს აღმოვჩნდებით ზოგიერთი ქართველის, ქართველების მსგავსად, რომლებმაც „პატრიოტულად“ აღნიშნეს საქართველოს ოკუპაციის თარიღი, 25 თებერვალი, წინა დღით კი უკრაინის საელჩოსთან მისვლით, რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების მესამე წლისთავი, ქართულად — რუსეთის აგრესია „უმანკო“ უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, „მოწინავე“ ქართველობას, მათ შორის ე.წ. ინტელიგენციას მამა-შვილ ბუღაძეების, ლაშა ბაქრაძეების და სხვათა სახით საპირისპირო აზრი გაუჩნდათ იმ ქვეყნის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რომელმაც დოლარული ძუძუ აწოვა USAID-ის ჯიქნიდან მრავალი წლის განმავლობაში და ანტირუსად გამოზარდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ამერიკული პოლიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატების ძალისხმევით განხორციელებული, ოდესმე შეიცვლებოდა. მათ, მუქთი ცხოვრების მოტრფიალეთ, ჩათვალეს, რომ USAID, მათივე აღქმით, უძლიერესი და უპატიოსნესი ორგანიზაცია, სინამდვილეში კორუმპირებული, მრავალ სიბინძურეში გახვეული, მათ შორის „ფერად რევოლუციებსა“ და „კოვიდ-19“ ხელოვნური ვირუსის გამოგონებაში, სამარადისო მოვლენა იქნებოდა — მათთვის სამარადისო დოლარების მომწოდებელი.
USAID-ს და მათდა სამწუხაროდ, აშშ-ს ახალმა, ტრამპის ადმინისტრაციამ წერტილი დაუსვა. და წერტილი არა მარტო USAID დაუსვა, არამედ 1991 წლიდან მოყოლებულ აშშ-ს პოლიტიკას რუსეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, უკრაინასთან დაკავშირებით.
ქართველმა „პატრიოტებმა“ არ იციან ტრამპის დამოკიდებულების თაობაზე, ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ტრამპის შეფასება არის მკაცრი, მაგრამ ნამდვილი — უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, მისი პრეზიდენტი კორუმპირებული, ყოფილი ტაკიმასხარა ზელენსკი და მისი გუნდი უნდა ჩამოშორდნენ მმართველობას; უკრაინამ უნდა აანაზღაუროს აშშ-ს ვალი წიაღისეული სიმდიდრეებით, და სხვა მრავალი ნეგატიური, ანტიუკრაინული, რაც გაღიზიანებას და პროტესტის გრძნობას კი არ უნდა იწვევდეს ე.წ. მოწინავე ქართველში, არამედ განცდას იმისა, რომ შეცდნენ.
რა გაეწყობა, ძნელია უცბათ იმის საწინააღმდეგოს დაჯერება, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვასმენინებდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ რუსეთი აგრესორია და ოკუპანტი, ხოლო მისი პრეზიდენტი პუტინი ბანდიტი, ტერორისტი.
„მოწინავე“ ანტირუს ქართველებს ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის უსაფუძვლო, ავანტიურისტული გამონათქვამები, ცილისწამების მსგავსი იავნანასავით ჩაესმოდათ და დიდ კმაყოფილებას იწვევდა მათში.
რომ იტყვიან — მოკრიალებულ ცაზე, მეხის გავარდნის მსგავსი იყო ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი აგრესორი არ არის და ის იძულებული გახადეს ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ, უკრაინის ნატოში შეყვანის დაპირებით, ომი დაეწყო. რუსეთის ადგილას, ამერიკაც იგივეს გააკეთებდაო.
უკრაინის ომმა წყალი შეუყენა აშშ-ს ჰეგემონიზმს და არა მარტო მას, არამედ ევროკავშირის ერთსულოვნებას. დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს ნეოფაშისტურ უკრაინას, ეწინააღმდეგება ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სამშვიდობო პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ისე, როგორც „მოწინავე“ ქართული ინტელიგენცია და ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია, რაც დადასტურდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. აშშ-ა მხარი არ დაუჭირა რუსული აგრესიის დაფიქსირებას რეზოლუციაში და საკუთარი ნეიტრალური პროექტი წარადგინა უკრაინის ომთან დაკავშირებით. თუმცა ევროკავშირის ძალისხმევით ანტირუსული რეზოლუცია გავიდა ასამბლეის სხდომაზე, მაგრამ მას მხარი არც რუსეთმა და არც აშშ-ა არ დაუჭირეს.
იმავე დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს აშშ-ს წინადადება, სადაც რუსეთის აგრესიულობის თაობაზე საერთოდ მინიშნებაც არ არის.
ჩვენო „მოწინავენო“ ყური დაუგდეთ, გულდასმით განიხილეთ, აღიქვით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები; გამორიცხეთ თქვენთვის ჩვეული სუბიექტურობა და ისეთი თვალით შეხედეთ რეალობას, როგორსაც ამას მოითხოვს საერთაშორისო არენაზე მომხდარი ცვლილება.
დღევანდელი ამერიკა არ მოითხოვს თქვენი მხრიდან მისი უკანალის ლოკვას, რითიც იყავით დაკავებული დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდან, მაგრამ ტრამპის ამერიკა ვერ აიტანს ისეთი უსუსური ქვეყნის მხრიდან კრიტიკას, თანაც დაუმსახურებელს, როგორიც საქართველოა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი