გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის – მარკო რუბიო

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს – შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარკო რუბიო

როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება.

„პრეზიდენტი ტრამპი ამას განიხილავს, როგორც გაჭიანურებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს შორის, შეერთებული შტატებს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ უბრალოდ მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება „ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს“.

„პრეზიდენტი ცდილობს გაარკვიოს, არსებობს თუ არა გზა მშვიდობისკენ. ორივე მხარე უნდა ჩავრთოთ, რუსები და უკრაინელები. გულწრფელად მჯერა, რომ ეს არის კონფლიქტი, რომლის დასასრულებლად გზა უნდა ვიპოვოთ. ეს მოითხოვს დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ჩვენ ორივე უნდა დავსვათ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, ცხადია. ეს მათი ქვეყანაა. რუსები უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია. ეს იყო მიზანი, ეს რჩება მიზნად და ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, – განაცხადა მარკო რუბიომ.