ლავროვი: მაკრონის ბირთვული რიტორიკა საფრთხეს უქმნის რუსეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა საფრთხეს უქმნის რუსეთს.

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

„რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხე რუსეთისთვის. ის ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მომზადება, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა!“ – აღნიშნა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა გაიხსენა, რომ მაკრონი „პერიოდულად აცხადებს, რომ დაურეკავს პუტინს და აუცილებლად დაელაპარაკება მას: „ასეთი შესაძლებლობები არსებობს, მათ არავინ კრძალავს, პირიქით, პრეზიდენტი მუდმივად მზადაა ყველა კოლეგასთან კონტაქტისთვის“.