რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისა და ზოგადად ევროპისთვის. თუმცა, თავად მიკრონი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება“, – წერს მედვედევი.