მსურს მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენ გვერდით დარჩება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება” – საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს

საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს – განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საკუთარი საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმოებულმა ომმა გლობალური კონფლიქტი მოიტანა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

ემანუელ მაკრონი

“რუსეთი ომისთვის ირანულ და ჩრდილოეთ კორეულ სამხედრო ტექნიკას იყენებს და ზრდის სამხედრო შესაძლებლობების პოტენციალს”, – ამბობს მაკრონი.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა, მისი თქმით, ევროპა საპირისპიროსთვის მზად უნდა იყოს.

“ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში”, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

უკვე მომავალ კვირას, ჩვენ პარიზში, სამხედრო მეთაურებთან შევიკრიბებით, მათთან, ვინც მზადაა, საკითხზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეს არის გეგმა მყარი, ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ უკრაინელებთან და რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ერთად მოვამზადეთ. მე ეს გეგმა ორი კვირის წინ წარვადგინე შეერთებულ შტატებში და მთელ ევროპაში. მსურს მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენ გვერდით დარჩება, თუმცა ჩვენ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება.

1964 წლიდან მოყოლებული ჩვენი ბირთვული შეკავება გვიცავს – ის სრულად, სუვერენული და მთლიანად ფრანგულია. თუმცა, მომავალი გერმანიის კანცლერის ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, მე გადავწყვიტე გამხსნა სტრატეგიული დისკუსია ჩვენი შეკავების მეშვეობით ევროპის კონტინენტზე მყოფი მოკავშირეების დაცვის შესახებ. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და რჩება საფრანგეთის პრეზიდენტის ხელში.

ჩვენ პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის და სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, და ეს სწორი იყო,” – განაცხადა მაკრონმა.