VIDEO: მარკო რუბიომ დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით შუბლზე ჯვარი დაიხატა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ნაცრის ჯვრით ჩაერთო.

მარკო რუბიო

ნაცრის ჯვრის გამოსახვა შუბლზე კათოლიკურ სამყაროში დიდი მარხვის დაწყებას უკავშირდება. ამით რუბიომ მიანიშნა, რომ „ნაცრის“ ოთხშაბათს მესას დაესწრო.

კათოლიკეებთან დიდი მარხვის დასაწყისში არის “ნაცრის” დღე – სინანულის ნიშნად. ბიბლიური ტრადიციის თანახმად (ბიბლიური გმირები გლოვისას თავზე ნაცარს იყრიან), ნაცრით ჯვარს სახავს მღვდელი შუბლზე და დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიმდევარია.