აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში განაცხადა, მოლაპარაკებები ირანისთვის უკეთესი იქნება.
„აღვნიშნე, რომ იმედი მაქვს მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვის. ვფიქრობ, მათ სურთ ამ წერილის მიღება, რადგან ალტერნატივა არის, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ვერ დავუშვებთ კიდევ ერთი ბირთვულ იარაღს“, – განაცხადა ტრამპმა.