მიშა ანდღულაძე მოითხოვს, რომ სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნოს – იუმორისტმა საჩივარიც გაამზადა

მსა­ხი­ო­ბი და იუ­მო­რის­ტი მიშა ან­დღუ­ლა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ჩივ­რით მი­მარ­თავს.

მიშა ან­დღუ­ლა­ძე ნი­დერ­ლან­დებ­ში მას­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას და დაც­ვა და­ნიშ­ვნას მო­ი­თხოვს.

“სა­ჩი­ვარ­ში მო­ვი­თხოვ, რომ მცნონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად და და­მი­ნიშ­ნონ დაც­ვა. მე არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დაც­ვით ვი­ა­რო. გა­მო­დის, რომ არა­თუ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რე­თაც არ ვარ და­ცუ­ლი. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კას ჰგავს ეს, ყვე­ლა თით­ქოს, მო­მარ­თუ­ლია, რომ მე და­მაკ­ლდა და კი­დევ მეტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო”, – აღ­ნიშ­ნა ან­დღუ­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მსა­ხი­ობ­მა და იუ­მო­რის­ტმა, მიშა ან­დღუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­დერ­ლან­დებ­ში მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც მიშა ან­დღუ­ლა­ძემ გან­მარ­ტა, მას­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა „ძა­ლი­ან ჰგავ­და წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ამ­ბავს”.

„ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, ათი კაცი ერ­თზე. თან სხვა რამ მოხ­და და სხვა რა­ღაც და­წე­რეს პოს­ტში, თით­ქოს, (“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”) ამომ­რჩევ­ლებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე, როცა რე­ა­ლუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო გვქონ­და. ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ამ­ბავს. მი­თუ­მე­ტეს, ვინც იღებ­და ის”,-აღ­ნიშ­ნავ­და მიშა ან­დღუ­ლა­ძე.