არგენტინის პროვინციაში ბუენოს-აირესში უამინდობამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ათი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას MSN-ი ავრცელებს.
ადგილობრივ საავადმყოფოდან ახალშობილების ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგანაც წყალმა სამშობიარო სახლამდეც მიაღწია.
უამინდობისა და წყალდიდობის გამო დაიკეტა ადგილობრივი აეროპორტი. ქალაქ ბაია-ბლანკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.