სიარტო: სირცხვილია, რომ პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ პოლონეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმების“ სავარაუდო შეფერხებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ უნგრელი მინისტრი Facebook-ზე წერს.

შეხვედრა

სიარტოს თქმით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი „გვიკითხავენ ლექციებს, თუ რა არის ევროპის ინტერესებში“.

„მათ ჰგონიათ, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის მკვლელობა და ნგრევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მშვიდობის დამყარება. ახლა კი არსებობს მშვიდობის რეალური შანსი: დონალდ ტრამპის სამშვიდობო მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. სირცხვილია, რომ პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, – წერს სიარტო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსოფლიოს აბსოლუტურ უმრავლესობას, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და უნგრეთის ჩათვლით, მშვიდობა სურს“, ხოლო ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, „ხუთშაბათს ხმა ომის გაგრძელებას მისცა“.