„ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით“ – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მათ “ნაგავი” უწოდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნენ შეძახილებით.

ჯეი დი ვენსი

“დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა.

მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა).

ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ“, – წერს ჯეი დი ვენსი.