სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ. ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც ჩვენი ქვეყნის მისამართით აკეთებდნენ – ბაჩო ოდიშარია

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით“- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.

ბექა ოდიშარია

მისივე თქმით, რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს“.

„სირიაში, ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ქუჩებში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიულად და პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ. რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს”. ანუ, ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ მკვლელ რეჟიმს მხარდაჭერა ჩვენმა ოპოზიციამაც გამოუცხადა და ეს ადამიანები, შიგნით თუ გარეთ, დგანან და უტიფრად რეჟიმს ჩვენ გვეძახიან.“- წერს ოდიშარია.