ევროკავშირმა რუსეთიდან ერთ წელიწადში 2,5 მლრდ ევროს ლითონის ექსპორტი განახორციელა

2024 წლის შედეგების მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთიდან სამთო-მეტალურგიული კომპლექსის პროდუქციის 5,34 მლნ ტონის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ gmk.center იუწყება.

მეტალურგიული პროდუქცია

სანქციების მიუხედავად, რუსეთის მწარმოებლები კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახულობენ, 2024 წელს მან 2,5, მლრდ ევრო შეადგინა. გამოცემის ცნობით, ეს სანქციების დაბალ ეფექტიანობაზე მიუთითებს.

„ყველაზე მეტი წილი ნახევარფაბრიკატებზე მოდის. ევროკავშირის ქვეყნებმა ამ პროდუქციის 3,15 მლნ ტონა შეიძინეს. წამყვანი მომხმარებლები არიან ბელგია, იტალია, დანია, ჩეხეთი. ასევე ევროკავშირმა 1,03 მლნ ტონა რუსული თუჯი და 1,04 მლნ ტონა რკინა შეიძინა“, – წერს gmk.center.

როგორც რამდენიმე დღის წინ უკრაინის სანქციების პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, რუსეთმა 2023 წელს ევროკავშირში 3 მლრდ ევროს ღირებულების სამთო-მეტალურგიული პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, ხოლო 2024 წლის 9 თვის განმავლობაში – 2,1, მლრდ ევროს ღირებულების პროდუქცია გაყიდა.

რუსული საწარმოების უმეტესობა, რომელთა პროდუქციას ევროკავშირი ყიდულობს, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან აქტიურად არის დაკავშირებული.