ეუთოს ყველა თავდაპირველი მიზანი და პრინციპი ახლა უხეშად ირღვევა და იგნორირებულია, ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებმა ორგანიზაცია კრიზისში ჩააგდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ორგანიზაციის შექმნის ყველა თავდაპირველი მიზანი და ის პრინციპები, რომელსაც ის ეფუძნება, რომლებიც შეთანხმებული იყო კონსენსუსით, ახლა უხეშად ირღვევა და იგნორირებულია“, – აცხადებს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ სამდივნოს რთულ დროს ხელმძღვანელობს.
„ორგანიზაცია მიუახლოვდა ჰელსინკის აქტის 50 წლის იუბილეს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელშიც იგი შეიყვანეს ნატოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა დასძინა, რომ რუსული მხარე იმედს ამყარებს ფერიდუნ სინირლიოღლუს გამოცდილებასა და სიბრძნეზე, რომ ყველაფერი გააკეთოს ეუთოს საწყის პრინციპებზე დასაბრუნებლად.