“რა დანაშაული ჩავიდინე?” – ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს

ფი­ლი­პი­ნე­ბის პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი როდ­რი­გო დუ­ტერ­ტე და­ა­კა­ვა მას შემ­დეგ, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ (ICC) გა­მოს­ცა და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი – დუ­ტერ­ტეს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სდე­ბენ ბრალს.

"რა დანაშაული ჩავიდინე?" - ფილიპინების უსასტიკესი ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავეს

საქ­მე ეხე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­ულს – კონ­კრე­ტუ­ლად კი დუ­ტერ­ტეს რე­ჟი­მის უმ­კაც­რეს პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც ის ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის­თვის ატა­რებ­და და რო­მელ­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

  • 79 წლის დუ­ტერ­ტე პო­ლი­ცი­ამ მა­ნი­ლას აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვა, მა­შინ როცა დუ­ტერ­ტე სამ­შობ­ლო­ში ჰონგ-კონ­გი­დან დაბ­რუნ­და.

დუ­ტერ­ტემ და­კა­ვე­ბამ­დე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იმ სას­ტი­კი დარ­ბე­ვე­ბის გამო, რა დრო­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე მან ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ორ­დე­რის გა­ცე­მის სა­ფუძ­ვე­ლი და იკი­თხა: “რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნე?”

დუ­ტერ­ტეს პრესს­პი­კერ­მა ფი­ლი­პი­ნე­ბის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­კა­ვე­ბას არა­კა­ნო­ნი­ე­რი უწო­და, რად­გან ქვე­ყა­ნამ 2019 წელს და­ტო­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო და მისი აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ორ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოა.

აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ როდ­რი­გო დუ­ტერ­ტეს და­კა­ვე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ “ნარ­კო­ომ­ში”.