რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს ევროკავშირთან არ განუხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს არ განუხილავს ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.

მარკო რუბიო

კითხვაზე, იყო თუ არა ევროკავშირთან დისკუსია რუსეთზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: „ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ“.

„ცხადია, ევროპელებს აქვთ სანქციების საკუთარი პაკეტი და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რაზე აპირებენ წასვლას“, – აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს თქმით, ევროპელებს მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საბოლოო გადაწყვეტაში „მათ მიერ დაწესებული სანქციების გამო“.