აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე არ გაუწევს სამხედრო დახმარებას რუსეთს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
„ყველაზე მთავარი რაც ამ შეხვედრიდან უნდა მივიღოთ, არის ის, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს რთული ნაბიჯების გადასადგმელად, ისევე, როგორც რუსეთს მოუწევს რთული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს, ან დროებით შეწყდეს“, – აღნიშნა რუბიომ.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება უკრაინასთან და აშშ-ის პოზიცია მასზე შეიძლება შეიცვალოს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი უკრაინა გადადგას ნაბიჯები მშვიდობისკენ.
„გარწმუნებთ: ჩვენ რუსებს სამხედრო დახმარებას არ გავუწევთ“, – დასძინა რუბიომ.