„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქობულეთის განშტოების 58,0 კილომეტრზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქობულეთის განშტოების 58,0 კილომეტრზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

განცხადების თანახმად, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე (67,3 კმ-ზე) არსებული ონკანები.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი, ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური,გოგორეთი,დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.