ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროვოცირება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა.
როგორც ამერიკელმა ჟურნალისტმა ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი რუსეთისთვის წითელი ხაზი იყო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან კარგად იცოდა.
კარლსონის განმარტებით, ამის მიუხედავად, მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პირობა დადო.
„2022 წელს მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უკრაინას უთხრა, რომ მათ ნატოში კიევის გაწევრიანება სურდათ. მან თქვა: „ჩვენ გვსურს თქვენ ამერიკული თანამგზავრი იყოთ ამერიკული იარაღით“. მან ეს თქვა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს წითელი ხაზი იყო პუტინისთვის. სწორედ ამის შემდეგ პუტინი სიტყვით გამოვიდა დონბასში ოპერაციის შესახებ. ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა ზედმეტი იყო. სწორედ ეს არის ფაქტები. და რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ რომ რუსეთთან ბრძოლა გვინდა“, – თქვა კარლსონმა.