უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 10-11 მარტს, ღამით, რუსეთზე მასიური იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვში 69 დრონი იყო განადგურებული. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა დომოდედოვოს ქუჩაზე სახლი დააზიანეს. ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ მოსკოვის ოლქში დრონები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.
დომოდედოვის სარკინიგზო სადგურთან დრონის ნამსხვრევებმა ლიანდაგები დააზიანეს, რის გამოც მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა. ასევე ვნუკოვოს, ჟუკოვსკის და დომოდედოვოს აეროპორტებში გეგმა „ხალიძა“ ამოქმედდა და რეისები გაუქმდა. შეზღუდვები ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტშიც დაწესდა.
შეტევები ასევე ბრიანსკის, ბელგოროდის, ლიპეცკის და რიაზანის ოლქებზე განხორციელდა. კურსკის ოლქში მოსახლეობამ სულ მცირე 5 აფეთქების ხმა გაიგო.