„ვარდისფერი სათვალის გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ“ – პესკოვი აშშ-ის მიერ შეჩერებულ დახმარებაზე

„მიუხედავად აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერებისა, რუსეთში არ უნდა იჩქარონ „ვარდისფერი სათვალის გაკეთება“ და მზად იყვნენ თავიანთი ინტერესების დასაცავად“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დმიტრი პესკოვი

„ახლა არ არსებობს საჭიროება, რომ ვარდისფერი სათვალის გაკეთება ვიჩქაროთ. ყოველთვის საუკეთესოს იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ მაინც მზად იყავით უარესისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ინტერესების დასაცავად. ბევრი ჩქარობს „ვარდისფერი სათვალის“ გაკეთებას და ამბობს, რომ ახლა ამერიკელები შეწყვეტენ იარაღის მიწოდებას ან უკვე შეწყვიტეს, ახლა ილონ მასკი გამოურთავს მის საკომუნიკაციო სისტემებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება“, – აცხადებს პესკოვი.