ზახაროვა დანიას უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე: გრენლანდიას ვინ დაიცავს? უკრაინელი დევნილები?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დანიის ხელისუფლებას ურჩია უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის ნაცვლად გრენლანდიის დაცვაზე იფიქრონ.

„ბოდიში მომითხოვია, და გრენლანდიას ვინ დაიცავს? ალბათ დანიაში ჩასული უკრაინელი დევნილები?“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანია მზადაა უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, ოღონდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.