აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სადაზვერვო მასალების მიწოდება აღადგინა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეოხებით ჩვენ უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაპაუზებული სადაზვერვო მასალების მიწოდება უკრაინისთვის აღდგა“, – დაწერა გაბარდმა.
ცნობისთვის, ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა 28 თებერვალს მასსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ შეაჩერა.