აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის თანხმობასაც გამოეხმაურა.
„ჩვენ გვინდა უკრაინის ომის დასრულება,“ – განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.