მარკო რუბიო: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს.

მარკო რუბიო

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, „ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“.

„ბურთი მათ მოედანზეა“, – აცხადებს რუბიო.

ინფორმაციისთვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.