რუსულმა ჯარებმა უკრაინის თავდაცვის ძალები კურსკის პლაცდარმის მნიშვნელოვანი ნაწილიდან გადაწიეს და ქალაქ სუჯას მიუახლოვდნენ. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ანალიზი განახორციელეს. ვიდეოში ჩანს, როგორ აღმართავენ რუსები ქალაქ სუჯასთან ახლომდებარე სოფლებში დროშებს. ერთ-ერთ ვიდეოზე ბრიტანელმა ჟურნალისტებმა სოფელი ზამოსტიე ამოიცნეს, რომელიც სუჯას ცენტრიდან აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.
Sky News-ი აქცენტს ასევე მთავარი სატრანსპორტო არტერიის დაუცველობაზე აკეთებს, რომლიდანაც სუჯაში უკრაინული კონტინგენტის უზრუნველყოფა ხორციელდება. ლაპარაკია სუჯა-იუნაკოვკას ავტომაგისტრალზე (სოფელ სუმის რაიონში). ექსპერტები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსული ძალები მოცემული ტრასის დაბლოკვას ან გადაჭრას შეძლებენ, უკრაინის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ამ რაიონში საფრთხის ქვეშ დადგება.