“ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად… საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ არის” – ალექსანდრე ლუკაშენკო

“ბე­ლა­რუ­სი დი­დად აფა­სებს და მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ბი­ჯებს თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად”, – ამის შე­სა­ხებ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, გი­ორ­გი სა­გა­ნე­ლი­ძის­გან რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ  საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად... საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ არის" - ალექსანდრე ლუკაშენკო

  • “ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ და მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ბი­ჯებს თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­სა­ცა­ვად. ეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვენს მიდ­გო­მებს და თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა აკე­თოთ ისე, რო­გორც აკე­თებთ – ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­შია.

ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აღ­დგე­ნას მყარ სა­ფუძ­ველს უქ­მნის ის­ტო­რი­ის სა­ერ­თო გვერ­დე­ბი, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის ტრა­დი­ცია, ქარ­თვე­ლებ­სა და ბე­ლა­რუ­სებს შო­რის მე­გობ­რო­ბა. კარ­გად იცით, რომ ჩვე­ნი კარი თქვენ­თვის ყო­ველ­თვის ღია იყო და ღია რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი არ არის”, – აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი სა­გა­ნე­ლი­ძე 2023 წლი­დან ბე­ლა­რუს­ში სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი იყო, ახლა კი ელ­ჩის მი­სი­ას იწყებს.

წყა­რო