ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება. საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ კი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.