ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გამოცემის ცნობით, დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრაზე და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრების მონაწილეობით, ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

ბელარუსული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.