ამერიკელებს არ აქვთ გეგმა უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, რას აკეთებენ ისინი? ნიადაგს ამოწმებენ – ლუკაშენკო

ამერიკელებს არ აქვთ გეგმა უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, „დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა ამ პრობლემას, რომ დონალდ ტრამპი მოვიდოდა და მუშტს დაარტყამდა ან სანქციებს დააწესებდა“.

ლუკაშენკოს განცხადებით, უკვე იმდენი სანქციაა დაწესებული, რომ მეტის დაწესება შეუძლებელია და ამის გამო მათ ზეწოლა განახორციელეს უკრაინაზე.

„ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებს არ აქვთ გეგმა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. რას აკეთებენ ისინი? ისინი ნიადაგს ამოწმებენ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.