ისრაელის სამხედრო ავიაციამ დამასკო დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქი დამასკო დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ორგანიზაცია „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები გახდა.

ისრაელის სამხედროების მტკიცებით, „ისლამურმა ჯიჰადმა“ დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული საქმიანობა სამეთაურო ცენტრებიდან.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამასოს გარეუბანში „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ზიად ნახალეს სახლიც დაიბომბა, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისლამურ ტერორიზმს არ ექნება იმუნიტეტი დამასკოში და არც სხვაგან.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტული საქმიანობის ორგანიზება სადაც არ უნდა მოხდეს, სირიის ისლამისტი ლიდერი ალ-ჯულანი ყველგან ნახავს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს.