ISW: რუსეთმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯაზე კონტროლი დაიბრუნა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდებარე ქალაქი სუჯა დაიბრუნა, რომელსაც 2024 წლის აგვისტოდან უკრაინელები აკონტროლებდნენ. ინფორმაციას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

სუდჯა

„12 მარტს გამოქვეყნებული გეოლოკაციური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა სუჯა დაიპყრეს“, – ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

ამასთან ერთად, წყარო უკრაინული სამხედრო დაზვერვიდან ჰყვება, რომ უკრაინულმა ძალებმა სუჯას დატოვება დაიწყეს.

გარდა ამისა, როგორც ISW-ს მასალებში წერია, რუსმა სამხედროებმა სუჯის აღების გარდა რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის სუმის ოლქში შევიდნენ.