“მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით” – პუტინის თანაშემწე

მოს­კოვს არ სურს დრო­ე­ბი­თი ზავი უკ­რა­ი­ნას­თან და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბით, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წემ, იური უშა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით" -  პუტინის თანაშემწე

  • “ვთვლით, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბა. ამის­კენ ვის­წრაფ­ვით, მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლე­გი­ტი­მურ ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს ცნო­ბილ შეშ­ფო­თე­ბებს. ვფიქ­რობ, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­ვის სჭირ­დე­ბა რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი, რაც მშვი­დო­ბი­ა­ნი ქმე­დე­ბე­ბის იმი­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს“, – აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

მისი თქმით, მან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის პო­ზი­ცია აშშ-ის მთავ­რო­ბის მრჩე­ველ­თან ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, მაიკ უოლცთა­ნაც გა­მოთ­ქვა.

“ბუ­ნებ­რი­ვია, მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბებ­ზე და გა­მოვ­თქვი ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რომ ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა დრო­ე­ბით სუ­ლის მოთ­ქმა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, მეტი არა­ფე­რი“, – აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.