საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს.
ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული ასამბლეის – მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.
“[ეროვნული ასამბლეა] გმობს ევროკავშირისა და მის სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას, კონკრეტულად კი მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში”, – ნათქვამია რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ მიიღო.