თბილისში, ე.წ კანონიერი ქურდი გურამ ოდიშარია, მეტსახელად „ბუია“ დაკრძალეს.
ქართველი „კანონიერი ქურდი“გერმანიაში სიმსივნით გარდაიცვალა, იგი საბურთალოს სასაფლაოზე დაასვენეს.
გურამ ოდიშარიას საფლავი „კანონიერმა ქურდებმა“ ყვავილებით შეამკეს, მათ შორის „რეზიკო ჯვარსკიმ“
„ბუია“ იყო ერთ-ერთი იმ კანონიერი ქურდებიდან, ვინც 1990-იან წლებში ყველაზე ცნობილი იყო საქართველოსა და რუსეთის კრიმინალურ სამყაროში.
მისი სახელი ფიგურირებდა არა ერთ სისხლიან გარჩევაში, რის გამოც რამდენჯერმე დააკავეს და გაასამართლეს.
სტუდენტობის პერიოდში „ბუიამ“ ახალგაზრდა კაცი მოკლა. 14 წლის შემდეგ კი მეორე მკვლელობა ჩაიდინა და სიცოცხლეს ტახუნა ჩაჩავა გამოასალმა. ამ უკანასკნელი ინციდენტის გამო ბუია თავდასხმას გადაურჩა თუმცა, სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.