ტრამპმა განაცხადა, რომ სურს პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს.

დონალდ ტრამპი

„მსურს [პუტინთან] შეხვედრა და დალაპარაკება, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, პუტინის განცხადება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმედისმომცემია, თუმცა არ იყო სრული.

„ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად და თუ არა, ეს იქნება ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი მსოფლიოსთვის“, – დასძინა მან.