ვრცელდება დამანგრეველი მიწისძვრის კადრები, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები – ნგრევა და პანიკა ნეაპოლში (ვიდეო)

დღეს, 13 მარტს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში 4.4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და. ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა ბოლო 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბი, შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ღუპ­ვა, რა­საც მთელ ქა­ლაქ­ში სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­წყე­ბას მოჰ­ყვა.

ნე­ა­პო­ლის ძლი­ე­რი მი­წისძვრა

მი­წისძვრა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 1:25 სა­ათ­ზე მოხ­და, რის გა­მოც შე­ში­ნე­ბულ­მა ტუ­რის­ტებ­მა ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლა და­ი­წყეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბიძ­გე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე „მძლავ­რი გრგვინ­ვა“ გა­ი­გეს.