პუტინის პასუხი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობს, ამბობს, რომ რთულია ამის გაკეთება, მაგრამ მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს. პუტინი ამბობს, რომ ტრამპმა მას მიმართა, დაინდოს კურსკის ოლქში ალყაშემორტყმული უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებმაც, მართალია, ტერორიზმი ჩაიდინეს, მაგრამ ტრამპის თხოვნას გაგებით ვეკიდებით და გარანტიას ვაძლევთ მათ, რომ შევუნარჩუნებთ სიცოცხლეს და რუსეთის კანონების მიხედვით მოვექცევით, თუკი იარაღს დაყრიანო – აღნიშნავს ვლადიმირ პუტინი.