აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუბიოს თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა.
„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის ფურცელი გადაშალონ უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად. ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელის მოწერის, ხელშეკრულების რატიფიცირებისა და სამხრეთ კავკასიელი ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ერის დაწყების დროა“, – განაცხადა რუბიომ.