ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ევროპელ პოლიტიკოსებს რადიო „თავისუფლების“ დაფინანსებას სთავაზობს. მისი თქმით. ამისთვის წელიწადში 120 მლნ ევროა აუცილებელი. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
„ამ მაუწყებლობის გაგრძელება ევროპის ინტერესებში შედის, ჩვენს ინტერესებშია, რომ ტოტალიტარიზმი ჩვენს სიახლოვეს არ აყვავდეს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ კორპორაციების დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას აქტიურად უჭერდა მხარს ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი.