გერმანელი სამართალდამცველები ქართველ კაცს ეძებენ, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
როგორც გერმანული მედია იტყობინება, იძებნება 46 წლის კაცი, რომელმაც გაჩერებით ისარგებლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება დაზარალებულ ქალს, მძღოლმა ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლმაქრით შეძლო, შემდეგ კი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს გამოძიება.