პესკოვი: „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ უაღრესად პროპაგანდისტული მედიებია

„რადიო თავისუფლება“ (რუსეთის ფედერაციაში აღიარებულია, როგორც უცხოური აგენტი მედია საშუალება და შედის არასასურველი ორგანიზაციების რეესტრში) და „ამერიკის ხმა“ (აღიარებულია რუსეთის ფედერაციაში, როგორც უცხოური აგენტი მედია საშუალება) მათი დახურვა შეერთებული შტატების შიდა საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დმიტრი პესკოვი

„ეს მედიები (ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება) რუსეთში პოპულარული და მოთხოვნადი არ ყოფილა. ეს ჩვენი საქმე არ არის, აშშ-ის შიდა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა. ეს მედიები უაღრესად პროპაგანდისტულია, მაგრამ აშშ-ის შიდა საქმეა“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.