რუბიომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ამერიკული სტრატეგიის ორ ძირითადი ეტაპი – „გეგმა A“ და „გეგმა B“ – დაასახელა

უკრაინაში ომის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე ფრონტზე აქტიური საომარი მოქმედებები არ შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მარკო რუბიო

მისი თქმით, აშშ-ის სტრატეგია უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ორ ძირითად ეტაპს მოიცავს, რომელსაც რუბიო „გეგმა A“-ს და „გეგმა B“-ს უწოდებს.

„გეგმა A არის სროლის შეჩერება, რათა გადავიდეთ გეგმა B-ზე, მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს ყველას მაგიდასთან მიყვანას, შესაძლოა, მესამე მხარის ჩართულობით დიპლომატიის მეშვეობით, რათა ვიპოვოთ გზა ამ ომის სამუდამოდ დასასრულებლად ისე, რომ იყოს მდგრადი და პატივი სცეს ყველას საჭიროებებს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან აღიარა, რომ ამერიკული გეგმის მეორე ეტაპის განხორციელება ადვილი არ არის, მაგრამ რუბიო დარწმუნებულია, რომ პირველი ეტაპის დასრულებამდე მასთან მიახლოებაც კი შეუძლებელი იქნება.

„ძნელია ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკება მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს ესვრიან, ამიტომ პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ, იმ ვარაუდით, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს თავისთავად ადვილი არ იქნება. ჩვენ გადავდივართ მეორე ფაზაზე, რომელიც გულისხმობს რაღაც უფრო გრძელვადიანის და მუდმივის განხილვას. ეს რთული იქნება. ამას დიდი შრომა დასჭირდება, ორივე მხრიდან დათმობა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან.